ლანა გალდავა – “ლელო” უერთდება და სოლიდარულია სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხში

“ლელო” უერთდება და სოლიდარულია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხში, რომელსაც ახლა უკვე პატივის და ღირსების დაცვის საკითხიც შეემატა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე განაცხადა.

„ის არაადამიანურად, პირდაპირ წამებით გაატარეს იმ დაწესებულებაში და იმ ხალხის შეძახილების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა მთელი წინა ხელისუფლების პერიოდში, ვგულისხმობ კრიმინალურ სამყაროს. რაც შეეხება შემდეგ მოთხოვნას, ცხადია, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად უნდა მიენიჭოს და სასამართლოზე უნდა მოხდეს მისი გამოყვანა და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

მოსახლეობამ უნდა გაიგოს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისგან ყველა იმ საკითხზე, რომელსაც მას ედავებიან, რა არის სიმართლე და როგორ დაამტკიცებს ის თავის უდანაშაულობას. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, უნდა ჩატარდეს სასამართლოში და ცხადია, ამასთანავე სოლიდარულები ვართ მისი სიცოცხლის დაცვის საკითხში, რაც გულისხმობს სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანას”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

banner
წინა სტატიაშიკალიურანდი – ჩემი შეთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა
შემდეგი სტატიამთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში – დეგნანი სააკაშვილზე