ლაგოდეხში ხანძარია

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში მდებარე მეურნეობაში გაურკვეველ ვითარებაში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი წაეკიდა ხეხილის ბაღს და ვენახს.
ხანძარი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული და ამჟამად მისი ლოკალიზება – ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ყვარელიდან დამატებით მეხანძრე- მაშველების ჯგუფსაც ელოდებიან. ხანძრის კერა დაახლოებით 22;45 საათზე გაჩნდა.

ლალი ხუბულავა, ლაგოდეხი, სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,

banner
წინა სტატიაშირუსეთის ელჩი სუდანში – მკვდარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაშინელმა წყალდიდობამ აზიაში 750 ადამიანი იმსხვერპლა (ვიდეო)