KyivPride არესტოვიჩის გადაყენებას მოითხოვს

ორგანიზაცია KyivPride უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. უკრაინის ლგბტ საზოგადოების უკმაყოფილება მათ შესახებ არესტოვიჩის განცხადებებმა გამოიწვია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

არესტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლგბტქ+ ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულებაა, როგორც დევიაციების მქონე პირების, ანუ ნორმიდან გადახვევის მქონე პირების მიმართ. „მე ამ საკითხში კონსერვატორი ვარ. რა თქმა უნდა მათი ყოველგვარი დევნის წინააღმდეგი ვარ. პირველ რიგში ადამიანი სხვა ადამიანში ადამიანს უნდა ხედავდეს. და შესაბამისადაც ექცეოდეს. რა თქმა უნდა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის დაკავებულია ადამიანების ან საზოგადოების გარყვნით. თუ დანაშაულს არ აქვა ადგილი, ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. რაც შეეხება ლგბტქ+-ს პროპაგანდას, ამაზე მე ძალზე ხისტი პოზიცია მაქვს“ – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის ეს განცხადებები KyivPride-მა დაგმო და მისი გადაყენება მოითხოვა.

„თქვენს მიმართ სინანულს ჩვენ გამოვხატავთ. უკრაინაში ჰომოფობიურ რუსულ სამყაროს რომ წარმოადგენთ – სწორედ ეს არის დევიაცია და ნორმიდან გადახვევა.

ჩვენ არესტოვიჩის ფსევდომეცნიერულ პროპაგანდის წინააღმდეგნი ვართ. მოვუწოდებთ ვლადიმერ ზელენსკის და პრეზიდენტის ოფისს, რომ გადააყენონ ეს ადამიანი. ეს საკითხი დიდი ხანია მომწიფდა. მსგავსი რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან დაუშვებელია, თუ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვსურს“ – აცხადებენ KyivPride-ის წარმომადგენლები.

რაც შეეხება არესტოვიჩს, მან KyivPride-ის განცხადებას ასე უპასუხა: „ეგენი ხან უბრალოდ აქტივისტები არიან, ხან ლგბტქ+ აქტივისტები. ცუდად ვარჩევ ერთმანეთისგან“ – განაცხადა ზელენსკის ოფისის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშიევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა, გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა – ბრეგაძე
შემდეგი სტატიავილნიუსის მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, რუსეთი ლიეტუვის მოსახლეობას შესაბამისი შედეგებით ემუქრება – ბიბისი