კვირის ბოლოს ლარი, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0921 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1134 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0213 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისში მსვლელობა – „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“ იგეგმება
შემდეგი სტატიაბიზნესმენის შვილის გატაცებაში ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს