დღეს თბილისში მსვლელობა – „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“ იგეგმება

თბილისში დღეს მსვლელობა – „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“ გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 25 წელი გავიდა, რაც 1993 წლის შემოდგომაზე აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოიდევნა.

„მიუხედავად ამდენი წლის განმავლობაში არსებობისთვის ბრძოლის, გაჭირვებისა და უამრავი ბარიერისა, ეს ხალხი დღეს არის ამაყი და არ კარგავს იმედს, რომ როდისმე ის გასაღები, რომელსაც ასე სათუთად ინახავს აგერ უკვე 25 წელია, კვლავ გააღებს მისი სახლის კარს აფხაზეთში“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეობის მსურველებს სთხოვენ, სიმბოლურად თან ძველი გასაღებები იქონიონ.

მსვლელობა დედაქალაქის ცენტრში ტროტუარზე იგეგმება და გზის სავალი ნაწილი არ დაიკეტება.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” დღეს კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს
შემდეგი სტატიაკვირის ბოლოს ლარი, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, მცირედით გამყარდა