კვირიკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 16, 2018 11:10

კვირიკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება

მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისსა და ევროკომისარსევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები. ” ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 16, 2018 11:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics