კვიპროსის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

2019 წლის 26 ნოემბერს ნიქოზიის სასამართლომ 40 წლის საქართველოს მოქალაქეს გიორგი ბარათაშვილს 56 წლის ქალის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა.

ბრალდების მტკიცებით, გიორგი ბარათაშვილმა მსხვერპლს დანით 16 ჭრილობა მიაყენა. დანაშაული დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის 12 ნოემბერს მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გიორგი ბარათაშვილი დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს, რა დროსაც აღმოუჩინეს 1500 ევრო, რისი წარმოშობაც მან ვერ დაადასტურა.

ბრალდება ფიქრობს, რომ ბარათაშვილმა აღნიშნული თანხა მსხვერპლს გამოსძალა.

გამოძიების ინფრომაციით, გიორგი ბარათაშვილის ტანსაცმელსა და საცხოვრებელი ბინის კედლებზე მსხვერპლის სისხლი იქნა აღმოჩენილი.

როგორც გაირკვა, ბარათაშვილმა მკვლელობის იარაღი, დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე შეიძინა. მას აღმოუჩინეს 12 ნოემბრით დათარიღებული ლარნაკიდან გამგზავრების ბილეთი, თუმცა პოლიციამ მას გამგზავრების საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით ბარათაშვილმა დანაშაული აღიარა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს თუ ჰგონია, რომ სხდომის გადადების შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესი, ცდება
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილს “გაბედეს” წევრებმა პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცეს