კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ
შემდეგი სტატიახვალიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება