ხვალიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება

ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან სრულად შეიზღუდა ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

banner
წინა სტატიაშიკვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ
შემდეგი სტატიასაქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრებას მაყურებლების 33% შეძლებს