თალაკვაძე – დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ

შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები, გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში არიან და პროცესებში ჩაერთონ, როგორც ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ.

„შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები, გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში არიან და პროცესებში ჩაერთონ, როგორც ოპოზიცია. შედეგი რეფორმების განხორციელება სწორედ ამას გულისხმობს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთგული ვართ დემოკრატიული რეფორმების, ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – სააკაშვილი გირგვლიანის საქმის უშუალო მონაწილე არ ყოფილა
შემდეგი სტატიაკვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ