თასების მფლობელთა თასში ”დინამოს” გამარჯვების 35 წლის იუბილეს სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავენ

13 მაისს, პარასკევს თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე აღინიშნება. ამის შესახებ ,,თაიმერს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.  იუბილეს ფარგლებში 16:00 საათზე დაგეგმილია მემორიალური დაფის გახსნა; 17:00 საათზე ვეტერანი ფეხბურთელები და ოფიციალური დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ესტუმრება; 18:00 საათზე თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საიუბილეო მიღება გაიმართება; ქართული სპორტის მუზეუმის ინიციატივით მოეწყობა თასების და აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა, ასევე სპეციალურად ამ თარიღისათვის ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. 13 მაისის 35 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფეხბურთის ფედერაციის, ქართული სპორტის მუზეუმისა და „დინამო თბილისის“ ერთობლივი ძალისხმევით ეწყობა.

banner
წინა სტატიაშიკიოლნში კაფემ მენიუში “ერდოღან-ბურგერი” ისევ დააბრუნა
შემდეგი სტატიაკუშანაშვილი უფულობის გამო უკრაინაში შეშვებას ითხოვს