კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტის შესამუშავებლად მუშაობა იწყება

თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციისშესამუშავებლად მუშაობას იწყებს.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობისდღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამმიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მწვანე სივრცეების შექმნასა და არსებულისმოვლა-პატრონობას დიდი ყურადღება ეთმობა.
„არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა – მიზანმიმართულიგანადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომლისგამოყენება შემდეგ სამშენებლო მიმართულებით ხდებოდა. არჩევნების წინ,პირობა მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ დავუშვებდით,რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებისგანხორციელებას. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირველი, რაზეცმუშაობა დავიწყეთ, მივიღეთ გენერალური გეგმა. ქალაქის სწორი განვითარებაპრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მივიღოთ ის, რაც წინა წლებისგანმავლობაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და მეტიგავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს“, – განაცხადათბილისის მერმა. მისივე თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრიმოქალაქე სარგებლობს, 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა. „ქალაქში გვაქვს კუს ტბა და მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრითბილისელი სარგებლობს, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ არსებულიმდგომარეობა სახარბიელო არაა. ჩვენ, მუნიციპალიტეტმა და თბილისისსაკრებულომ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. იცით, რომ ტერიტორიას ჰყავსკერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება დამოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემოშევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრებისუფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაშიპრივატიზაციის პროცესი დაიწყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართები კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდება
შემდეგი სტატიათბილისის მერია მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს