საცხოვრებელი ფართები კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდება

თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა დაწარმატებები უსურვა.

„ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა- ფართების დაკანონება, რითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს 55 ოჯახსსიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავცემთ იმ საცხოვრებელ ფართებს,რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზებისგამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 41 ოჯახს სამგორის რაიონში დაუკანონდებაფართები, მთაწმინდის რაიონში – ექვს ოჯახს, ისნის რაიონში – სამ ოჯახს, ვაკისრაიონში – ორ ოჯახს, გლდანის რაიონში – ერთ ოჯახს, კრწანისის რაიონში – ერთოჯახს, ხოლო ჩუღურეთის რაიონში ერთ ოჯახს. ვულოცავ და წარმატებებსვუსურვებ ამ ოჯახებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა იმ ოჯახებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, კიდევერთხელ მოუწოდა, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიურიპრობლემა აწუხებს. ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობთ ფართში, რომლისდაკანონებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს რაიონულგამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას, თუ რადოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდეს.ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. მომავალშიც კიდევ ბევრ ოჯახსდავეხმარებით და მოვუგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში გარე განათების განახლების პროექტი იწყება
შემდეგი სტატიაკუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტის შესამუშავებლად მუშაობა იწყება