თბილისის მერია მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

მერია მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

ნაძალადევის რაიონში მდებარე ეროსი მანჯგალაძის ქუჩას სრული რეაბილიტაციაუტარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქში მნიშვნელოვანიპროექტების განხორციელება არ შეჩერებულა.

„მიუხედავად არსებული პანდემიისა და რთული პერიოდისა, ინფრასტრუქტურულიპროექტები არ შეგვიჩერებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ქალაქში ისმასშტაბური სამუშაოები განვახორციელოთ, რომელიც დედაქალაქს ესაჭიროება.ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციადავიწყეთ. ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზემთლიანად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოებს კომპანიები -„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ. ხდება იმმილსადენების ცვლილება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.განსაკუთრებით დამეთანხმებიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურადსარგებლობდნენ ამ გზით და იციან, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენპირობა გვქონდა მიცემული და შესაბამისად, მისი მოწესრიგება და განახლებაძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი. „წყალმომარაგების, წყალარინებისა და ბუნებრივი აირის ქსელების შეცვლისშემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩაზესანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამავეპროექტის ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიმიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი LED სანათებით.შესაბამისად, მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, რაცძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისისბოლომდე, ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებითშეზღუდულია.

banner
წინა სტატიაშიკუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტის შესამუშავებლად მუშაობა იწყება
შემდეგი სტატიაკალაძე: მაჭავარიანის ქუჩის სავალი ნაწილი ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების საბოლოო შეჩერებისა და სრული სტაბილურობის მიღწევის შედეგად გაიხსნება