“კურორტებს, რომელთა საქმიანობაც შევზღუდეთ, გადასახადებს გადავუვადებთ”

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, სამთო–სათხილამურო კურორტებზე მდებარე სასტუმორებს გადაუვადებენ იმ პერიოდის გადასახადებს, როცა სასტუმორებმა, მთავრობის დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ იმუშავა.

მთავრობის შეღავათი შეეხება, ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის და მესტიის სასტუმროებს და მათ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის გადასახადებს 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაუვადებენ.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე გადავუვადოთ, 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი, 2021 წლის პირველ ივლისამდე. რატომ არის კონკრეტულად ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული, თქვენ იცით, რომ კონკრეტულად ამ საკურორტო ზონებში, შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა, დანარჩენ საქართველოში შეზღუდული არ არის, ჩვენ პანდემიის გათვალისწინებით და პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტურორისტული ზამთრის კურორტები გამოვყავით და შევზღუდეთ მათი საქმიანობა, 100–ზე მეტი კომპანია იქნება ამის ბენეფიციარი” – ამბობს ივანე მაჭავარიანი

banner
წინა სტატიაშირა საგადასახადო შეღავათები დაწესდება ბიზნესისთვის – ფინანსთა მინისტრის განმარტება
შემდეგი სტატია“მეუფე იაკობი გამოჯანმრთელების პირასაა”