კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის“ შესახებ იმსჯელეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ. მისი ინფორმაციით, სამაუწყებლო პოლიტიკით განისაზღვრება მაუწყებლის საქმიანობა – გახდეს მთავარი სადისკუსიო სივრცე საქართველოს მოსახლეობისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა, დისკუსია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით. ჰიბრიდული ომის ვითარებაში მაუწყებელმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამავე დროს უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული პრობლემის შესახებ.

„საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებას მიეწოდებოდა პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, მათი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამები“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მომხსენებელმა დეპუტატებს მაუწყებლის სტრატეგია და ხედვა გააცნო, მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმებზე შემეცნებითი გადაცემების წილის ზრდა; საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებში რეგიონების ცხოვრების მეტად ასახვა; საზოგადოებრივ მაუწყებელზე არაპოლიტიკური სადისკუსიო სივრცის გაფართოება; საგანმანათლებლო პლატფორმაზე თანამედროვე ელემენტების დამატება; სოციალურ მედიაში აქტიურობის გაზრდა.

ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის ძირითად სამოქმედო პრიორიტეტებზე, პროდუქციის მიწოდების გზებსა და პლატფორმებზე; პროგრამული პრიორიტეტების შეფასების საზომებზე, ისაუბრა ახალი შენობის მშენებლობასა და ტექნიკურ გადაიარაღებაზე.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქმიანობა.

banner
წინა სტატიაშიამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს – მდინარაძე
შემდეგი სტატიატიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო – ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე