კულება: უკრაინას შეუძლია ცაზე კონტროლი მიმდინარე წელს აღადგინოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ უკრაინის მიზანი აღადგინოს კონტროლი საჰაერო სივრცეზე, მათ შორის F-16 გამანადგურებლების მეშვეობით, მიღწევადია ერთი პირობით. ამის შესახებ მან 27 იანვარს კიევში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ჩვენ მივიღებთ F16-ებს, თუ გვექნება საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავები, თუ გვექნება ელექტრონული სისტემები და რაკეტები, ჩვენ გავაკონტროლებთ ჩვენს ცას. ეს მიღწევადია“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე სრულდება, მაგრამ „აუცილებელია ყველა ამ ელემენტის მიღება საკმარისი რაოდენობით და დროულად“.

„ზუსტად ამიტომ ვმუშაობთ და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპის თავდაცვის ფონდი, რადგან ის შექმნის დამატებით შესაძლებლობებსა და სახსრებს ამ ელემენტების უკრაინის უზრუნველსაყოფად“, – დასძინა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას
შემდეგი სტატიაიტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს