იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ემიგრანტმა მაღაზიიდან 200 ევროს ღირებულების ალკოჰოლური სასმელი მოიპარა.
სასამართლო პროცესი ლაგონეგროში გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქურდობაში მხილებულ კაცს პროვინციაში ბინადრობის უფლება აუკრძალეს.