კუბამ და ევროკავშირმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირველად მოაწერეს ხელი

კუბამ და ევროკავშირმა, ისტორიის განმავლობაში, თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირველად მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება თანამშრომლობას და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას ეხება და მას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და კუბას სააგრეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა მოაწერეს ხელი. ხელისმოწერის ცერემონია ბრიუსელში დღეს გაიმართა.
ევროპული მხარის აზრით, ბრიუსელსა და ჰავანას შორის ხელშეკრულება კუბას ეკონომიკურ და სოციალურ მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს. შეთანხმება ძალაში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ქვეყნების თანხმობის შემდეგ შევა ძალაში, გარდა ამისა, ევროკავშირის ყოველმა ქვეყანამ დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.
ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 7 რაუნდისგან შედგებოდა და 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის მარტამდე გრძელდებოდა – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშივიცე-პრემიერი „გაზპრომ-ექსპორტთან“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატია(Video) ,,თენგო გალსკი,, უკრაინიდან გამოაძევეს