ვიცე-პრემიერი „გაზპრომ-ექსპორტთან“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახი კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას ქალაქ მინსკში 14 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს – ქალაქ ვენაში, 13 დეკემბერს.

სამინისტროს განმარტებით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაკუბამ და ევროკავშირმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირველად მოაწერეს ხელი