კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 8, 2019 11:07

კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური

ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი ურთულესი გამოცდის წინაშე დგას. ექიმები მოუწოდებენ ყველას, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც გაზრდილ მიმართვებს ვეღარ აუდის. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ.

“ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა დავით გამყრელიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 8, 2019 11:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics