სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უფროსად ყოფილი ზონდერი ინიშნება?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უფროსად ილო შენგელია ინიშნება. შესაბამის ბრძანებას ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება – ინფორმაციას „თაიმერს“ სამთავრობო წყარო აწვდის, რომელიც ილო შენგელიას ახასიათებს, როგორც საშუალო კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ადამიანს. ამის მიუხედავად, ილო შენგელია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
2011 წელს დაკავებული იყო თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ჩხუბის გამო – ამაზე „თაიმერი“ რამდენიმე თვის წინ წერდა. შენგელია მუშაობდა ქალაქ თბილისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ , იყო უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც. გარდა ამისა, ეკავა სამეგრელოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაც.
„თაიმერის“ წყარო ამბობს, რომ შენგელია კუდის ისანი-სამგორის სამსახურში ყოფნისას 26 მაისის დარბევაში აქტიურად იღებდა მომაწილეობას, გარდა ამისა, განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა კინო “რუსთაველსა” და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხიზნულ აქციის მონაწილეებს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ორხევში “ქართუ ჯგუფის” სპეცტექნიკის განადგურებაში. ილია შენგელიამ, უკვე სამეგრელოს სუსის უფროსის პოზიციაზე, პოლიტიკური ჯგუფების ლობირება დაიწყო. მისი უშუალო მხარდაჭერით ფოთში საპარლამენტო არჩევნებში ირაკლი ხახუბიამ გაიმარჯვა. ამ უკანასკნელმა კი, მადლიერების ნიშნად, კახა ლატარიასთან ერთად ილია შენგელიას საჩუქრად რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და თბილისში ბინა აჩუქა. ილია შენგელია აქტიურად იყო ჩართული ხე-ტყის ბიზნესში და სვანეთის ტერიტორიაზე მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი მსხვილი სახერხებიდან წილს იღებდა. გარდა ამისა,  ილია შენგელია ანაზღაურების ფასად აქტიურად ლობირებდა რეგიონში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც ახორცირლებდნენ გზების მშენებლობებს, განსაკუთრებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – ამბობს “თაიმერის” წყარო. მისივე თქმით შენგელიასა და მის მოადგილე შოთა ბაჯელიძეს შორის ურთიერთობა ფიზიკურ დაპირისპირამდე მივიდა. გოგაშვილმა შენგელია და ბაჯელიძე მის კაბინეტში შეარიგა. ომი ბაჯელიძის მცხეთაში “გამწესებით” დასრულდა.

“მთავრობაში კარგად იციან შენგელიას “საქმენი საგმირონი”, მაგრამ, “ოცნებაში” იმხელა კრიზისია, რომ იმის ნაცვლად, შენგელიას იმ საქმეების გამო, რასაც სჩადიოდა, კანონის ფარგლებში პასუხი მოსთხოვოს, ერთ-ერთ მსხვილ რეგიონში მნიშვნელოვან სტრუქტურას აბარებს, ანუ, “ოცნებას” ისევ შემსრულებლები სჭირდება, რომ პოლიტიკური სიტუაციის ნებისმიერი გართულებისთვსი მოემზადოს,” აცხადებს “თაიმერის” წყარო.

banner
წინა სტატიაშიკრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური
შემდეგი სტატიასოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის