პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში დღეიდან პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:

შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18.

შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.

შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელის ქ. N 18.

შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: ჩვენს სამყაროს ორეული აქვს, სადაც დრო უკუღმა მიდის
შემდეგი სტატიაკრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური