კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

banner
წინა სტატიაშირეგულირების სააგენტო მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ინტენსიურ გამოძიებას განაგრძობს
შემდეგი სტატიამაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო