კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კიდევ ერთხელ შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

შეხვედრა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული და მას ყველა ის ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაესწრება, რომლებიც წინა დღეების შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა და როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიურ კონსულტაციებს ატარებს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, კრისტიან დანიელსონმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამგზავრება გადაიფიქრა და საქართველოში დარჩა.

banner
წინა სტატიაშირა იქნება ახალი მიკროავტობუსების საფასური ?
შემდეგი სტატიაგოგი წულაია დააკავეს