“კრიმინალი სალომე, ვინ დაგავალა შეწყალება” – პრეზიდენტის სასახლესთან ენმ აქციას მართავს

ათონელის რეზიდენციასთან ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებენ.

“კრიმინალების და ქურდების პრეზიდენტი”, “სირცხვილია”, “ვინ დაგავალა შეწყალება”,”კრიმინალი სალომე” – აქციის მონაწილეებს ეს და მსგავსი შინაარსის ბარები უჭირავთ.

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის სასახლის ორივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს, რადგან ზურაბიშვილმა რეზიდენციაში შესვლამდე სირცხვილის კორიდორი გაიაროს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში ბიუროს წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 1 პირი