არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში ბიუროს წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში ბიუროს წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხშირად იკრიბებიან.

„ეს მორიგი შეხვედრაა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილება. ამაში არაფერი დაფარული, დამალული და კონფიდენციალური არ არის. ეს არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა კილაძემ.

დეპუტატმა არ დააკონკრეტა, შეხვედრაზე განიხილება თუ არა, სამთავრობო ცვლილებების საკითხი.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა – მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ის უბრალოდ გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის
შემდეგი სტატია“კრიმინალი სალომე, ვინ დაგავალა შეწყალება” – პრეზიდენტის სასახლესთან ენმ აქციას მართავს