საპატრულო პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ვ. ბ.
ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი
მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში უცხო პირი შესვლას ცდილობდა. საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და
ვ.ბ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში მაშინ დააკავეს, როდესაც
იგი მიმალვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის
კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით

banner
წინა სტატიაში“კრიმინალი სალომე, ვინ დაგავალა შეწყალება” – პრეზიდენტის სასახლესთან ენმ აქციას მართავს
შემდეგი სტატიაქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე მტკიცებულებად დრონს წარადგენს