კრემლი მძიმედ დაავადებული რამზან კადიროვის შემცვლელს ეძებს

ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, შესაძლოა,  მალე დაემშვიდობოს თანამდებობას. პუტინის ერთგული ყმა, როგორც ამბობენ, მძიმედ არის ავად.

ჩეჩნეთის მმართველი კარგად რომ ვერაა, ეს მისი ბოლოდროინდელი სურათებიდანაც კარგად ჩანს.

დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერების თქმით, მას   სუნთქვა და გადაადგილება უჭირს. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ კადიროვი დიალიზზეა გადაყვანილი.

ხმები კადიროვის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ, კრემლში გამართულმა შეხვედრამ უფრო გაამძაფრა. რუსი ტირანი, პუტინი კადიროვის არასრულწლოვან შვილს, ახმადს შეხვდა ის მხოლოდ 17 წლისაა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ახმადი ჩაანაცვლებს მამას.  როგორც თავის დროზე რამზანმა ჩაანაცვლა მამა ახმადი,  რომელიც 2005 წელს გროზნოში, სამხედრო აღლუმის დროს ააფეთქეს.

სანამ პუტინის ყმა გახდებოდა უფროსი ახმადი იარაღით ხელში ებრძოდა ორკებს. იყო ჩეჩნების სულიერი ლიდერიც. მერე გულმა კრემლისკენ გაუწია და ჩეჩნეთის პრორუსული მმართველი გახდა.

banner
წინა სტატიაშიRheinische Post: გერმანული კონცერნი Rheinmetall უკრაინაში სატანკო ქარხნის აშენებას აპირებს
შემდეგი სტატიაკონსტანტინოვკა-ბახმუტის გზას უკრაინელები აკონტროლებენ