კობახიძე პოლიციის დღეზე: არაფერი ესაქმებოდა ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე

რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას ამ ღონისძიებაზე (რედ. პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე), ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, რა თქმა უნდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დღევანდელ დღეს ყოფილიყო აქ.

ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც, შეგახსენებთ, ცდილობდა, ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას ამის გარდა, გახსოვთ მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები, აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე,-თქვა საქართველოს პრემეირმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არყოფნაზე კითხვის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაში“საქართველო სუვერენული “დერჟავა” გახდა” – დუგინი
შემდეგი სტატია“ჩინეთი ავტოკრატიული ბლოკის ლიდერია – ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის” | მაკფოლი