კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება

ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის უკიდურესად საგანგაშო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა დღეს შეხვედრა ჰქონდა მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენლებთან და ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება.

„ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ კოვიდტესტირება, ასევე ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინკლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს. დღევანდელ ონლაინკლინიკები ძირითად ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული, მათაც შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ მეტად სპეციალიზებული კონსულტაცია ჰქონდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი – ხალხის დიდი ნაწილი თუ აცრილი არაა, წამყვანი ექიმების ბრალია