კოსტავას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო – რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში, ბილიკები და განათების ქსელი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

დასრულებული სამუშაო პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ მოინახულა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი დასასვენებელი სივრცე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გაუგებარი კონსტრუქციის მაგივრად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწო. ჩვენი მიზანია, არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე და ყველა ბავშვმა სახლთან ახლოს შეძლოს გართობა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : მიხეილ სააკაშვილია ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს – აზერბაიჯანის ტრანზიტს