კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.

შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

აღმასრულებელი ხელისუფლება ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. მთავრობა განმარტავს, რომ კანონპროექტი დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამასთან – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. კერძოდ, მათი ცნობით, ამ პროგრამის შესაბამისად, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გაგრძელდება ანტიკორუფციული პოლიტიკის (სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის) აქტიური განხორციელება, ასევე კორუფციის პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა.

დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მთავრობა, საბჭოს უფლებამოსილებასა და მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები კი, განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა, ხოლო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია ხელისუფლებას: კიდევ კარგად ხართ გადარჩენილები
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – სასურველია, მირქმის დღეს ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც შვილები, ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები