“კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდა”- კანდელაკი NDI-ის კვლევას აფასებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობა კორუფციის მაღალ მაჩვენებელზე წუხს.
კანდელაკის თქმით, კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდა.

“არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, თუ რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში. დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნება ჩემი აზრით არის სწორედ ის, რომ ჩვენ ხალხს ძალიან აწუხებს კორუფციის თემა, რომ კორუფცია, მექრთამეობა არაგამჭირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში რომლებიც ხარჯავენ ხალხის ფულს სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი კორუფციისა სახელმწიფო სტრუქტურებში და ეს ხალხს ძალიან აწუხებს. ერთი სიტყვით კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდა.”- აცხადებს კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი კლერ მუდი – სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველო ისევ წინ მიიწევს
შემდეგი სტატია„ქართველები კარგავენ რწმენას დემოკრატიის მიმართ, რაც შემაშფოთებელია,“ – ლორა ტორნტონი