„ქართველები კარგავენ რწმენას დემოკრატიის მიმართ, რაც შემაშფოთებელია,“ – ლორა ტორნტონი

„ქართველები კარგავენ რწმენას დემოკრატიის მიმართ, რაც შემაშფოთებელია, მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2013 წლის შემდეგ“-ასე აფასებს აშშ-ს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ნდობა დაბალია მთავრობის, პარლამენტის, პარტიებისა და წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მიმართ. რაც განაპირობებს დემოკრატიის მიმართ რწმენის დაკარგვის მიზეზსაც.

ლორა ტორნტონი ჩატარებულ არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაშინების, კოორდინატორების უბანზე ყოფნისა და ბევრი პრობლემის მიუხედავად, გამოკითხვისას იყო პოზიტიური შეფასებაც.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ”CRRC – საქართველოს” პრეზიდენტი კობა თურმანიძე ამბობს, რომ შედეგებში განსაკუთრებით ყურადსაღები იყო კორუფციის მაჩვენებელი, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამინისტროებში და ძალოვან უწყებებში კორუფციაა.

პოლიტიკური პარტიების შესახებ კვლევის ნაწილში, თურმანიძის თქმით, კვლავ ორი პარტია, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გამოიკვეთნენ.

banner
წინა სტატიაში“კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდა”- კანდელაკი NDI-ის კვლევას აფასებს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა აზრით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კორუფცია ყველაზე ნაკლებად პოლიციაში არის გავრცელებული