კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ახალი კოვიდდადებითი პაციენტი არ მიუღია, ხოლო ვირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა.
“სამწუხაროდ, 46-ე გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, 69 წლის მამაკაცი აფხაზეთიდან იყო და მისი მდგომარეობა კრტიკულად მძიმედ ფასდებოდა, მას თანმხლები დაავადებები ქონდა რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე,კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. გვყავს 6 გამოჯანმრთელებული”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი ჯამში 116-მა პაციენტმა დაამარცხა,ხოლო ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 53 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას.

banner
წინა სტატიაში46-ე გარდაცვლილი პაციენტი აფხაზეთიდან იყო
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი : ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს