ჯანდაცვის მინისტრი : ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს

ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 3000 საწოლია მობილიზებული და სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობაც გაუმჯობესებულია.

„სასუნთქი აპარატების დეფიციტი საქართველოში არც გაგვაჩნდა და არც ახლა გაგვაჩნია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობა, ვინაიდან შევიძინეთ არაერთი სასუნთქი აპარატი. დღესდღეობით დეფიციტი არ გაგვაჩნია ქვეყნაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის. ჩვენ გვაქვს სამი გრადაციის მზაობის კომპონენტი საწოლფონდთან მიმართებაში. ამ ეტაპზე მობილიზებულია 3000-ზე მეტი საწოლი და დამატებით ჩაერთვებიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ წინასწარ შეთანხმებული პირიობები და იციან იმის შესახებ თუ რა პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს საწოლფონდის გათავისუფლება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან