კორეაში, ქ. სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა

poკორეაში, ქ. სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა.
ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.
ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქ. სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.
ვეფხისტყაოსნის კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

uiuy vefxoooooo

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს იმედს ვიტოვებ, ორი “ქლაბერი” ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა”
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება