კორძაია – გაყალბებული პირადობის მოწმობებით ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს

საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან საგანგებო განცხადება თამარ კორძაიამ გააკეთა და თქვა, რომ დამკვირვებლებმა უბანზე გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.

თამარ კორძაიამ გაყალბებული პირადობის მოწმობებიც წარმოადგინა.

“მესმის, რომ პერსონალურ მონაცემებს ვავრცელებთ, მაგრამ საჯარო ინტერესი მოითხოვს, რომ გამოვაქვეყნოთ. ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა. ორივეში ემთხვევა სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და ორივეს მოქმედების ძალა აქვს 2031 წლამდე. არ ემთხვევა გვარი და პირადობის სერია.

ჩვენ ვთვლით, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს. დღეს საგამოძიებო ორგანიზაციების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას – იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული ცესკოთი დამთავრებული”,- ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაიამ თქვა, რომ ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურზე დარღვევების ვარიაციები აღმოაჩინა. მათ შორის, დარღვევის ახალი სახე ე.წ. დამკვირვებლების კარუსელი.

“დამკვირვებლების კარუსელი – ადამიანი გამოდის უბიდან, მას აქვს დამკვირვებლის ბეჯი, მერე “ოცნების” წარმომადგენლებთან მიდის და მერე ხდება უცნაური ქმედება- ფულის ამოღება. ეს ხდება ისნის 44-ე უბანზე და ნათლად ჩანს ყველაფერი”,- აღნიშნა კორძაიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საარჩევნო უბნებთან კრიმინალური წარსულის მქონე პირების მობილიზების ფაქტებზეც ისაუბრა:

“ისნის მე-40 უბანთან ისევ დაფიქსირდა ფულის გადაცემის ფაქტი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზება. სამგორის 56-ე უბანთან- ძველი ბიჭების მობილიზება.საბურთალოს 40-ე უბანთან სცემეს დამკვირვებლები და ჟურნალისტს დაუმტვრიეს კამერა. იყო შემთხვევები საჩივრის რეგისტრაციაზე უარის თქმის. სამგორის 80-ე უბანზე რეგისტრატორები ინიშნავენ მოსული ამომრჩევლის ნომერს”,- თქვა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშისუს-მა გადაწყვიტა დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობები – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაცესკო სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხმიანება