კორცხელის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის სასამართლომ ორცხელის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენები დამნაშავედ ცნო. გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმია – 5 ათასი ლარი. კობა ტყეშელაშვილს – 6000, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7000 ლარის. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. კორცხელის საქმეზე ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. ერთი, გიორგი ტყემალაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოთხს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მეორე ნაწილის ა” ქვეპუნქტით, ვლადიმერ გეგეშიძეს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით.2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” “ელიტა” ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაჩვენ ჯერჯერობით ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია, ამის გარანტია ქართული საზოგადოება, რომელიც არასდროს შეეგუება ქვეყნის გახლეჩვას – გიორგი მარგველაშვილი