კორცხელის საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა

კორცხელის საარჩევნო უბანზე 2014 წლის 28 ოქტომბერს დაღუპულო სუს-ის მაღალჩინოსნის ზვიად ლაგვილავას დედა გულნაზი ლაგვილავა მივიდა, რომელმაც შვილოს გარდაცვალების ფაქტის დროული და ობიქტური გამოძიება მოითხოვა.

როგორც მან აღნიშნა, ის შვილის საფლავზე მიდიოდა, თუმცა შენიშნა ხალხმრავლობა და სწორედ ამიტომ მივიდა საარჩევნო უბანთან.

„იმედი მქონდა, რომ ვინმე თბილისიდან იქნებოდა და ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას მივაწვდიდი. რატომ მომიკლეს ჩემი ზვიადი? პასუხი უნდა აგოს ყველამ და მკვლელებმა არ უნდა ითარეშონ ქუჩაში მშვიდად“, – განაცხადა გულნაზი ლაგვილავამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიასა და კორცხელის საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კანონის დარღვევაში სდებს ბრალს