კონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული განხეთქილების მთავარ მიზეზად “რუსთავი2”-ს ასახელებენ

კონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული განხეთქილების მთავარ მიზეზად რუსთავი 2-ს ასახელებენ.

მათი თქმით, რუსთავი 2-თან ერთად კიდევ რამდენიმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. მიმდინარე მოვლენების შედეგად კი ინსტიტუტი შიგნიდან ნადგურდება. კონსტიტუციონალისტების ნაწილი მოსამართლეებს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს.

„ინსტიტუციური კოლაფსია პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლოსი. რუსთავი 2-ის საქმეები, ერთი საქმე კი არა საქმეები, არის განხეთქილების მთავარი საფუძველი. საკმაო მიზეზი არსებობს პესიმიზმისა მათ შორის რუსთავი 2-ის სარჩელებთან მიმართებით და ასევე ყველა იმ სარჩელთან მიმართებით, რომელთა გამოც ხდება სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა,“-განაცხადა დავით ზედელაშვილმა.

კონსტიტუციური კონტროლის კრიზისზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც.

banner
წინა სტატიაში2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია
შემდეგი სტატია“თელასი” საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს