კონსტიტუციას ერთმა პარტიამ მოაწერა ხელი – პრეზიდენტი (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2017 23:51

კონსტიტუციას ერთმა პარტიამ მოაწერა ხელი – პრეზიდენტი (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, სხვდასხვა საკითხი ყურადღების მიღმა დარჩა, როგორიცაა ინფლაცია ან დასაქმება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრის დაწყვებისას მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალური ჩართულობა მომხდარიყო საზოგადოების და პოლიტიკოსების მხრიდან. გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ მიზეზით ხსნის მის მოთხოვნას, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ის, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი თანათავმჯდომარეების სახით ყოფილიყვნენ.

„ეს პროცესი რომ იწყებოდა, მე ვთქვი, რომ ჩვენ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ მაქსიმალური ლეგიტიმაციით და მაქსიმალური ჩართულობით და ამიტომ ვთქვი, რომ მე, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად ვიყოთ თანათავმჯდომარეები, ანუ ფორმატი განვსაზღვროთ, მეტი ხალხი ჩავრთოთ და მეტი ვეურთიერთოდ საზოგადოებას,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საყოველთაო განხილვებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ისევ ხალხის მოსმენის მიზნით გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე მოსული მოსახლეობის ძირითად ნაწილს თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები შეადგენდნენ და სრული განწყობის ასახვა ვერ მოხდა.

 

https://youtu.be/jhqba3Nrimw

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2017 23:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics