კონსტანტინე გამსახურდია: საგარეო საქმეთა სამინისტრო, აძლევ შენ ვიზას ამ ემისარს?

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი" რუსეთის “პრავასლავნიკურმა” ეკლესიის საპატრიარქომ, კრემლის მძლავრმა პროპაგანდისტულმა იარაღმა, რომელმაც პოსტკომუნისტურ რუსეთში კომპარტიის იდეოლოგიური აპარატის ფუნქციები სრულად გადაიბარა, გადაწყვიტა თავის ყოფილ საეგზარხოსოში გამოგზავნოს თავისი მუდმივი წარმომადგენელი მღვდელი ალექსანდროვი.

ეს უკვე პირდაპირ ინსტრუქტორია “ცენტრიდან”. ვთვლი, რომ საქართველომ ის არ უნდა მიიღოს.

რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის საპატრიარქომ ფაქტობრივად (“დე იურეს” ფორმალური ცნობის გარეშე) ცნო აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” ეკლესიები.

მაგალითად თვითგამოცხადებული აფსნის რესპუბლიკის ასევე თვითმარქვია “ეკლესიის” მეთაური ბესარიონ აპლიაა (ყოფილი ფილია) ჩვეულებრივად დაიარება მოსკოვის საპატრიარქოში. ის იქ “შინაურია”. რუსეთის სასულიერო აკადემიაში კი ზრდიან ოსური და აფხაზური სეპარარტისტულ-ანტიქართული ეკლესიებისთვის კადრებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, აძლევ შენ ვიზას ამ ემისარს? და შსს, შენ აძლევ რეზიდენტურის უფლებას საქართვლოში? თქვენ “გაულაიტერების” ხელისუფლება ხდებით?

(ვინც არ იცის: “გაულაიტერი” არის ნაცისტური გერმანიის პირდაპირი სამხედრო წარმომადგენელი ამა თუ იმ დაპყრობილ ქვეყანაში. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ჰაიდრიხი, რომელიც ჩეხმა პარტიზანებმა ააფეთქეს)

ამასობაში “ერის” (ყოველ შემთხვევაში უამრავთა) გონება უკანალზე და ნარკოტზე ჩხუბითაა დაკავებული-წერს კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – რუსეთს კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს