„სამთავრობო ცვლილებები რომ შესაძლებელია მოხდეს შემოდგომაზე, ამის დაშვება არის აბსოლუტურად რეალისტური” – ეკა ბესელია

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, სამთავრობო ცვლილებებს შემოდგომისთვის ელოდება. ეკა ბესელია აცხადებს, რომ “კურიერის” ინფორმაცია სრულიად დასაშვებია. თუმცა, ეკა ბესელია არ მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

მისი შეფასებით ამ პასუხისმგებლობას ივანიშვილი თავის თავზე აღარ აიღებს.

 

„სამთავრობო ცვლილებები რომ შესაძლებელია მოხდეს შემოდგომაზე, ამის დაშვება მე მგონი არის აბსოლუტურად რეალისტური. თუმცა საუბარი იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება, მე მგონია, რამდენადაც შემიძლია ამის ანალიზი, მგონია რომ არა. ის ამ პოზიციას აღარ დაიკავებს მეორედ. ეს ჩემი მოსაზრებაა და ეფუძნება იმ ცოდნას და ინფორმაციას, რამდენადაც მე ვიცნობ მას და მგონია რომ ის მეორედ ამ გზას არ გაივლის. მას აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია და ისედაც საკმაოდ დიდ ტვირთი და ვალდებულებები და ისედაც ყველაფერი იქითკენ მიემართება, ყველა ისარი, ველა ბრალდება, ყველა პრეტენზია. ასე რომ რაღაც ესეთი დამატებითი და კონკრეტული სამთავრობო ლიდერის პასუხისმგებლობის აღება კიდევ უფრო მგონია, რომ არის არარეალისტური,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

“კურიერის” ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. ცვლილებები “კურიერის” წყაროს ინფორმაციით, ოქტომბერში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები – პრემიერი ინფორმაციას არ უარყოფს
შემდეგი სტატია“კონსორციუმიდან “კონტი ჯგუფის” გასვლა ნიშნავს, დასავლეთის გასვლას ანაკლიის პორტის პროექტიდან” – ხუხაშვილი