მედვედევი ლუკაშენკოს აიძულებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთის ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აიძულებდა მას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც აქვეყნებს ბელარუსული გამოცემა «Незыгарь».
სტატიაში აღნიშნულია, რომ 10 წლის წინ ლუკაშენკო დაპირდა მედვედებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, თუმცა შემდგომში მან დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან დაახლოება.
„ 2010 წლის ზაფხულში, მინსკსა და მოსკოვს შორის მორიგი კონფლიქტის დროს, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ დემონსტრაციულად დაუთმო ეთერი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც წარადგინეს, როგორც „ქართული რევოლუციის ბელადი“. მან გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა და კომპლიმენტებით შემოსა ბელარუსის ხელისუფლება“, -ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა ირწმუნება, რომ რედაქციას ხელში ჩაუვარდა აშშს- დიპლომატური მიმოწერის მასალები, რომელთა თანახმად ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოსთან ომის პროვოცირება, ხოლო მედვედევი აიძულებდა მას იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ლუკაშენკომ განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.
«Незыгарь» ირწმუნება, რომ ვილნიუსში ვიზიტის დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს პუტინთან და მედვედევთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიგაუდას უშცკასთან.
„ლუკაშენკოსთვის მაშინ არ იყო ნათელი თუ ვინ გახდება უახლოეს პერიოდში რუსეთის ნამდვილი ბოსი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოწერაშია ნათქვამი, სწორედ იმის გამო, რომ ლუკაშენკომ გადაწყვიტა ეთამაშა პუტინსა და მედვედევს შორის არსებულ სავარაუდო წინააღმდეგობებზე. დაიწყო კონფლიქტი მოსკოვსა და მინსკს შორის“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

წყარო

banner
წინა სტატიაშიკონგოს მოქალაქე აფხაზეთში სხვისი პასპორტით აპირებდა შესვლას
შემდეგი სტატიალავროვმა პომპეოსთან ახალ სანქციებზე დაიჩივლა