კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ევროპელებისა და ენმ-ს საჩივრები დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია იმედის მიმართ პოლიტიკური პარტიის ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის საჩივრები დააკმაყოფილა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. იმედი ამტკიცებდა, რომ რეკლამას ეთერში “სიძულვილის ენის” გამო არ გაუშვებდნენ.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა პარტია ევროპული საქართველოს პირველი საჩივარი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. იმედის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი.

banner
წინა სტატიაში“არჩევნების შემდეგ, პირველივე პლენარულ სხდომაზე გაიმართება განხილვა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაბიბილაშვილი: ქალაქის მმართველობა ეროვნულ სიწმინდეებს არ იცავს, “ქართული ოცნება” გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს