კომპიუტერში არაა სოციალური ქსელები, ვიდეობის და ფოტოების გარდა სხვაგვარი ფაილები – ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ამონაწერი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, არაფრით შეესაბამება პროგრამისტის კომპიუტერის მონაცემებს. მისი თქმით, კლონირების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ კომპიუტერში სოციალური ქსელები, რომელბიც მიმოწერას უზრუნველყოფს საერთოდ არაა. რამიშვილი ამბობს, რომ უჩნდება ეჭვი, თითქოს ამყარებენ ვერსიას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

“Facebook და Instagram საერთოდ არ არის კომპიუტერში თურმე. ამავდროულად, სისტემური და მომხმარებლის ფოტოებია 193 000 და რაც საინტერესოა, არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს. აუცილებლად არის ჩასართავი, ყოველ მიზეზ გარეშე ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები, იმიტომ რომ მე აქედან უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ვერსია თითქოს ამ გოგომ მართლა საქმე მიიყვანა თვითმკვლელობამდე,” – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილმა ლეპტოპი ბოლოს 18 ივლისს, 11:02 საათზე გამოიყენა და დასადგენია, კონკრეტულად რომელი საიტით ისარგებლა მან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახი ითხოვს, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს. ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ თუ 3 დღეში კითხვებზე პასუხები არ ეცოდინებათ ის შიმშილობას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშისამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ექიმი დააკავეს
შემდეგი სტატიალილოს ბაზრობაზე 12 სუბიექტი დაჯარიმდა