კომპანიამ დაგვიბარა ე.წ. “სტრელკაზე” – გოდოლაძის თქმით, მეწყრულ ზონაში არ უშვებენ

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერთან დამოუკიდებელ ექსპერტებს და სეისმოლოგებს არ უშვებენ.

მერიის განცხადებით, დაწყებულია მწყრის გამაგრების სამუშაოები, რის გამოც უცხო პირების ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება.

თეა გოდოლაძე, ასევე ამბობს, რომ ექსპერტები დაიბარეს და უთხრეს, რომ ძვირადღირებული მონიტორინგის სისტემა ადგილიდან უნდა გაეტანათ, თორემ დაზიანდებოდა.

“არავის არ გავუფრთხილებივართ ისე შემუსრეს ფაქტობრივად მეწყრის ტერიტორია, ჩვენი ყველა სადამკვირვებლო წერტილი. კომპანიამ დაგვიბარა ე.წ. “სტრელკაზე” და გვითხრა, რომ ახლა ჩვენ ავალთ აქ და ჩვენზე ცუდი არ ილაპარაკოთო. ამ კომპანიას, რეალურად არც გეგმა არც ნახაზი, არც კვლევების შედეგი არ აქვთ და ფაქტობრივად შიშველი ხელებით არიან მიმდგარი მეწყერზე. ჩვენი და გერმანელი ექსპერტების ხედვა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. გერმანელებმაც თქვეს, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ იზიარებდნენ ხედვას, რომელიც ამ საბჭოს ჰქონდა. ამბობენ, რომ “ზუმში” ველაპარაკეთ გერმანელებს და მათ მოგვიწონეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს ასე არაა”, – ამბობს თეა გოდოლაძე.

banner
წინა სტატიაშიჩალაძე – წერტილოვანი შეზღუდვები ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ემსახურება
შემდეგი სტატიაოპოზიციის შეფასება – ერთი ირაკლის, მეორე ირაკლით ჩანაცვლებას მნიშვნელობა არ აქვს