ოპოზიციის შეფასება – ერთი ირაკლის, მეორე ირაკლით ჩანაცვლებას მნიშვნელობა არ აქვს

“ქართულ ოცნებაში” უარყოფენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. შესაბამისი ინფორმაცია გუშინ “ფორმულამ” გაავრცელა.

“ამაზე არათუ მსჯელობა, ეს არის ტყუილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ”, – თქვა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი ირაკლის მეორე ირაკლით ჩანაცვლებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათი თქმით, ღარიბაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა იქნება მესიჯი, რომ “ოცნებას” სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მისი გამწვავება სურს.

“ერთი ირაკლის მეორე ირაკლით ჩანაცვლებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოლაპარაკებებისთვის, ორივე ირაკლი, ღარიბაშვილიც და კობახიძეც არიან ჩამშლელები, დესტრუქციულები და მნიშვნელობა არ აქვს ერთი იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მეორე”, – თქვა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკომპანიამ დაგვიბარა ე.წ. “სტრელკაზე” – გოდოლაძის თქმით, მეწყრულ ზონაში არ უშვებენ
შემდეგი სტატიამეგი ბაქრაძის ბიძა – შესაძლოა, სახელმწიფოს არ აწყობს, რომ ზუსტი პასუხი დადგეს